პარლამენტი დღეს 2024 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

14 დეკემბერი 2023, 11:45 1436 ნახვა

პარლამენტი დღეს 2024 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს. მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28 მილიარდ- ნახევარი ლარით განისაზღვრება. ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებით პროექტების დაფინანსება. ოპოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება დამატებულ სახსრებს საარჩევნოდ გამოიყენებს. ოპოზიცია განსაკუთრებით აკრიტიკებს სუსისთვის დამატებით 15 მილიონი ლარის გამოყოფას.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში