გილოცავთ ისტორიულ დღეს, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, მიღწეული პროგრესის აღიარებაა - ილია დარჩიაშვილი

14 დეკემბერი 2023, 22:01 473 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარებაა.

„საქართველო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება. საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე“, - წერს დარჩიაშვილი.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში