მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ეს არის ისტორიული მომენტი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

15 დეკემბერი 2023, 10:05 458 ნახვა

შეერთებული შტატები მიესალმება ევროპის საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატებისა და პერსპექტიული კანდიდატების ევროპული მომავლის ძლიერ დასტურს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს, განაგრძონ საჭირო რეფორმები.

"გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი დაკმაყოფილდება აუცილებელი კრიტერიუმები, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებსა და მათ ხალხს განაგრძონ საჭირო რეფორმები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ამბიციების წინსვლისთვის. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.

შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნების მხარდაჭერას, როდესაც ისინი განაგრძობენ კრიტიკულ რეფორმებს ევროკავშირის წევრობის გზაზე. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მოვუწოდებთ მათ გამოიყენონ იმპულსი, რათა გააცნობიერონ თავიანთი სრული დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი ევროპაში“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში