ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად - EU დასკვნა

15 დეკემბერი 2023, 09:54 383 ნახვა

ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

"ევროპული საბჭო ასევე იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით“,- ნათქვამია დასკვნაში.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში