რა შემთხვევაში დაუჭერს ენმ ბიუჯეტს მხარს?

18 დეკემბერი 2023, 11:40 523 ნახვა

მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს ნაციონალური მოძრაობა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ოპოზიციონერთა თქმით, ის რეკომენდაციები და შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, რომელიც პარტიამ კომისიებზე წარადგინა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული სკოლებში პირველკლასელთა კვება. მათი თქმით, ბათუმში საჯარო სკოლის 3 360 პირველკლასელია, ამ პროგრამის განხორციელებისთვის კი 2 მილიონამდე ლარია საჭირო, რაც ბიუჯეტის 0,5% ია. დეპუტატები 2024 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ხვალ კენჭს უყრიან. დამატებითი განმარტებები ოპონენტების განცხადებაზე ქართულ ოცნებაში სხდომამდე არ კეთდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში