საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს - პრემიერი

19 დეკემბერი 2023, 12:00 361 ნახვა

საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, – ამის შესახებ პრემიე-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერის თქმით, საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას საკვანძო როლი აქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში.

„თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში; განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას, თითოეული თქვენგანის ერთგულებას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი კვლავაც საკვანძო როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში. შემდგომ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში