ხელისუფლება პროაქტიულად აიღებს დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს - ლევან დავითაშვილი

19 დეკემბერი 2023, 16:17 438 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განახლება მოხდება.

მისივე თქმით, ხელისუფლება პროაქტიულად აიღებს დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს.

„ერთი არის, 9 პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსთან დაკავშირებით და რომელიც უკვე მთავრობის მიერ არის შემუშავებული - მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებელი უწყებებით, პირებით და „დედლაინებით“. მეორე არის, ევროპასთან მეგაყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული პირობები და ვალდებულებები, რომელსაც თანმიმდევრულად ვასრულებთ, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განახლება - რევიზია. ჩვენ პროაქტიულად ავიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს. ამაზე ახლა მიდის ევროკომისიასთან ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ეს იყოს შეჯერებული დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში