ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი 2023, 22:36 457 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში