ხულოს 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

22 დეკემბერი 2023, 17:59 1646 ნახვა

ხულოს მერიის 2024 წლის ბიუჯეტი 29 613 700 ლარი იქნება. 6 მილიონით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს იყო. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე დღეს დაამტკიცეს. მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები თითქმის უცვლელია. თანხები გადანაწილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კულტურასა და სხვა სფეროებზე. ყველაზე მეტი თანხა კი მერიას სამომავლოდ ინფრასტრუქტურაზე აქვს გათვალისწინებული. საკრებულოს სხდომას 21 წევრი ესწრებოდა. მათგან მერიის 2024 წლის ბიუჯეტს მხარი 14-მა დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში