უმაღმესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედაში

22 დეკემბერი 2023, 18:00 1646 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა ქედაში. სხდომაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე წლის ანგარიში მოისმინეს. დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 62 მილიონ 106ათას 672 ლარს შეადგენდა. საიდანაც გზების რეაბილიტაციისთვის 27 მილიონ ლარზე მეტი, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 10 მილიონამდე, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა- შენახვისთვის 24 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში