წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვეს

23 დეკემბერი 2023, 11:44 746 ნახვა

ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ხელოვანები დაჯილდოვდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. „წლის ხელოვანი“ „რჩეული ხელოვანი“ „წლის დებიუტანტი“ „დიდოსტატი“ და ასე შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები ბათუმის მერიამ დააჯილდოვა, მიზანი ხელოვანების მოტივაცია და წახალისებაა.

ნომინაცია „წლის ხელოვანი“ ნატალია ორაგველიძე და ვახტანგ გორდაძე გახდნენ. ნომინაციაში „რჩეული ხელოვანი“ ზურაბ ფირცხალაიშვილმა, ანზორ ჯაველიძემ და თეიმურაზ ბოლქვაძემ გაიმარჯვეს.„წლის დებიუტანტი“ ალეკო ქედელიძე და კესარია ალელიშვილი გახდნენ. „დიდოსტატის“ ნომინაციაში ჯილდო მოიპოვეს გენრიეტა ქუთათელაძემ, გელა ვადაჭკორიამ დავით მუქერიამ მერაბ ბოჭორიშვილმა და მაგდანა მათითაიშვილმა.

ნომინაცია „ხელოვანი ბათუმისთვის“ ნონა დიასამიძე, ლიანა ხარებავა, ირაკლი კორიფაძე, ზაზა ხამათაშვილი, ინგა ბოცვაძე ნათელა ხომერიკი, რევაზ ბაინაზიშვილი, ნიკოლოზ ვადაჭკორია ალექსანდრე აბუსელიძე, თეიმურაზ შალვაშვილი, მედეა შალაძე და თეიმურაზ დოლიძე დასახელდნენ. ნომინაციაში „წარმატებული ხელოვანი“ ჯილდო მიიღეს დავით ბოლქვაძემ, ლიანა აბულაძემ, ავთანდილ ქარჩავამ, არსენ (სულხან) დევაძემ, თეიმურაზ მახარაძემ, კალისტრატე ცინცაძემ, არჩილ გოგიტიძემ და თინათინ წულაძემ.

ნომინაცია „წლის კულტურის მუშაკი“გახდა ლილი ვარშანიძე, შორენა ცინცაძე, ემზარ შავლიძე, ქეთევან გიორბელიძე და ნინო ნუცუბიძე. ნომინაცია „ნაყოფიერი მუშაობისათვის“ ჯილდო გადაეცათ გალინა მუსაევას, ნინო მაჭარაძეს, მარინა დადიანს, არევატ სიმონიანს, ელენე კონკალიდის, თამარ მესხიძეს ჯემალ სურმანიძეს. ნომინაცია „წლის კოლექტივი“ ჯაზ ბიგ ბენდი გახდა. „წლის აღიარება“ კი ახალგაზრდულმა მუსიკალურმა თეატრმა მოიპოვა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში