საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვეს

23 დეკემბერი 2023, 14:57 547 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის - მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16-ი კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე აღნიშნეს რომ მიმდინარე წელს 65 პლენარული სხდომა ჩატარდა, 600- ზე მეტი კანონი მიიღეს, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში