საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი, ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ - პრემიერი

26 დეკემბერი 2023, 11:33 555 ნახვა

ჩვენ, ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის. ჩვენი ერთობლივი მუშაობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა.

„ მინდა, უფრო ფართოდ მიმოვიხილო ჩვენი 11-წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. არ მინდა, დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ, გახსოვთ კარგად, რომ არ იყო დაწყებული, რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო.

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. აი, ამ ორი სიტყვით ძალიან მოკლედ მინდა, შევაფასო, კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ის მმართველობა და ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში