პრეზიდენტი შარშან არ დაესწრო ელჩების კონფერენციას, წლევანდელი ფორმატი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა - დარჩიაშვილი

26 დეკემბერი 2023, 14:35 496 ნახვა

შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენცია მიძღვნილია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განახორციელეს.

„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული. სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიიღო ელჩების კონფერენციაში. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო განზომილება, ხელისუფლების ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ლოგიკით იყო ფორმატი აწყობილი. წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული. ხელისუფლების ორი შტო ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი დღეს ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში