რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა- გამოხმაურებები

27 დეკემბერი 2023, 15:10 556 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა. კერძოდ, ძალაში შევიდა კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ. ამ გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში. ცოტა ხნის წინ პირველი განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც უწყება მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პატივი სცენ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში