პრემიერ-მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

27 დეკემბერი 2023, 18:00 505 ნახვა

საქართველოს პრემიერმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე. ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებას, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია. ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში