ქედის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი 2023, 17:56 784 ნახვა

2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს ქედაში. საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის გეგმები განიხილეს, უმრავლესობამ ბიუჯეტი დადებითად შეაფასა. მომავალი წლის ბიუჯეტი 25 მილიონ 760 ათას 800 ლარს შეადგენს, რომელიც წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 3 მილიონი ლარით გაიზარდა. პროექტის მიხედვით, განხორციელდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. მათ შორისაა კულტურის სახლების რეაბილიტაცია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში