მთავარი პოლიტიკური მოვლენები 2023

30 დეკემბერი 2023, 20:02 678 ნახვა

2023 წელი პოლიტიკური ამბებით დატვირთული აღმოჩნდა. მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, მიმდინარე წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებული განხეთქილება საბოლოოდ პარტიის გაყოფამდე მივიდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ქვეყნის ისტორიაში პირველად საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართული ოცნების სარჩელის საფუძველზე, მოქმედი პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, რამაც სალომე ზურაბიშვილსა და ქართული ოცნების გზები საბოლოოდ გაყო. დატვირთული იყო საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრებაც. ვნახეთ არაერთი დაპირისპირება. რა ხდებოდა ქვეყანაში - წლის პოლიტიკურ ამბებს ვაჯამებთ მთავარ გამოშვებაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში