შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები პარლამენტში? 

04 იანვარი 2024, 12:04 587 ნახვა

შესაძლოა სამუშაო ჯგუფები არ შეიქმნას - ასეთი მმართველი გუნდის პოზიცია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დათქმების შესასრულებლად პარლამენტმა კომიტეტების ფარგლებში იმუშაოს.    

მოსაზრებას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, თუმცა ფიქრობენ, რომ ''ქართული ოცნება'' საკომიტეტო მოსმენების ვადებს გააჭიანურებს, რითიც დათქმების შესრულების პროცესი შეფერხდება. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად საქართველოს 9 პირობის შესრულება დაევალა.

მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით კი პასუხისმგებლობა  საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაზე გადანაწილდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში