„ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ - ანგარიშის პრეზენტაცია

09 იანვარი 2024, 11:33 678 ნახვა

„ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ - კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული, თანამედროვე  ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 

ანგარიში  ბოლო ორი წლის - 41  სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრთა მონაცემებს მოიცავს. კვლევაში საუბარია თეატრების რეიტინგებზე, წლის განმავლობაში დადგმულ  პრემიერებზე, წარმოდგენილ  სპექტაკლებზე, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლებისა, დარბაზის დატვირთულობის შესახებ.

გამოვლინდა თითოეული თეატრის წამყვანი სპექტაკლი, საპრემიერო დადგმების დაფინანსების წყაროები და წლის ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები, კომპოზიტორები და ქორეოგრაფები.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია წარმოდგენების რაოდენობა, მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში