მეწყრული პროცესები ხულოში

09 იანვარი 2024, 15:01 914 ნახვა

ხულოში, სოფელ ჩაოში  გეოლოგებს ელოდებიან.  მეწყრის შედეგად საფრთხე შეექმნა ორ ოჯახს.  შავაძეების  და ცეცხლაძეების  ოჯახებმა საცხოვრებლები დროებით დატოვეს და ისინი ამჟამად ახლობლებთან ცხოვრობენ. მიწის მასა საცხოვრებელ  სახლებთან ჩამოიშალა, მეწყერი განვითარდა სოფელში მისასვლელ გზაზეც, თუმცა იგი უკვე გაწმენდილია.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გაიყვანენ. 

რამდენიმე დღიანი წვიმის შედეგად მეწყრული კერები ხულოსა და შუახევში  ათამდე  ტერიტორიაზე განვითარდა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  ამ დროისთვის გზა არსად არ არის ჩაკეტილი. დასახლებებში არსებულ  მცირე მეწყრულ კერებს კი დილიდან წმენდენ.

მეწყერი ჩამოწვა ქედაშიც, მეძიბნა-გარეტყის მიმართულებით გზაზე, რამაც ორ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მეწყერი აქტიურია და გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე  ვერ ტარდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში