მედიკამენტები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის

10 იანვარი 2024, 12:00 479 ნახვა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტებს უფასოდ იღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, დაბალ ფასად შეიძინა. სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“, რომლის საფუძველზეც პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ. ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში