“ევროიპტიმისტების” საკანონმდებლო ინიციატივა

10 იანვარი 2024, 11:02 447 ნახვა

ევროიპტიმისტების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა, მიზნად ისახავს  ელექტრონული კომუკიაციებისა და მაუწყებლის შესახებ კანონებში ცვლილებების განხორციელებას.   

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის შექმნის ისეთი  წესი რომელიც რეალურ საჭიროებებს მოერგება.   

კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულირების საფასური 0.75 პროცენტიდან 0.5-მდე შემცირდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში