იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა

10 იანვარი 2024, 12:42 564 ნახვა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა, -  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იშიკავას პრეფექტურის მთავრობამ განაცხადა, რომ 26,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში რჩება, ხოლო 3,100 მცხოვრები გარე სამყაროსგან მოწყვეტილია.

დაახლოებით 50 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, იაპონიაში პირველ იანვარს რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში