დანიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

11 იანვარი 2024, 18:10 467 ნახვა

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დიპლომატი უწყებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა. ოფიციალური განცხადება, თუ რატომ დაიბარეს და რა განმარტებები მოსთხოვეს დანიის ელჩს უწყებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა მიზეზი ანე ტოფტ სორენსენის ის ინტერვიუ გახდა, სადაც მან ოპ-ედში ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ცოტა ხნის წინ განმარტება გაავრცელა დანიის საელჩომაც და აღნიშნა, რომ დანიური სტატიიდან ამოღებული ამონარიდი, კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში