მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში 

14 იანვარი 2024, 11:26 481 ნახვა

მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა, დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები არიან. შეხვედრები პეკინსა და შანხაიში გაიმართება.

ქართული მხარე ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს შეხვდება, ასევე შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტთან, და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში