საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

15 იანვარი 2024, 11:55 448 ნახვა

ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ქართველი დეპუტატები, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

დაგეგმილია აუდიენცია ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს.

ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში