“ქართული ოცნების” დელეგაციეს ვიზიტი ჩინეთში

15 იანვარი 2024, 15:05 457 ნახვა

ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ. ქართველი დეპუტატები, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. შეხვედრები გაიმართა მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, რადგან ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართული ოცნების ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში