მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საჯარო სამართლის გლობალური კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

15 იანვარი 2024, 18:25 442 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მესამე შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ევროპაში სამართლის უზენაესობის კონცეფციისა და მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს წარედგინება.

„მიხეილ სარჯველაძე აღნიშნული კომისიის არჩეული წევრია 2023 წლის 10 იანვრიდან. კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით. კომისიასთან თანამშრომლობის პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში