ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

16 იანვარი 2024, 11:43 463 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. ერთ-ერთი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში