ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის ვიზიტი

17 იანვარი 2024, 14:18 472 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა, კორუფციის წინააღმდეგ გატარებულ რეფორმებსა, გამოწვევებზე, და სამომავლო თანამშრომლობებზე იმსჯელეს.   

აუდიენციას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანიც.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ვიზიტის ფარგლებში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით,  რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს.

ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია. 

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის შეხვედრები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. მათ განიხილეს კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები. მხარეებმა მიმოიხილეს ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობაც.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში