სოციალური სახლის მშენებლობა ქობულეთში 

18 იანვარი 2024, 10:30 633 ნახვა

წელს ქობულეთში  მრავალბინიანი, ორი სოციალური სახლი უნდა აშენდეს. ახალი საცხოვრებლით დაახლოებით 200 ეკომიგრანტი ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს. ამისთვის მერია 18 მილიონს დახარჯავს, თუმცა მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

ქობულეთის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების მიხედვით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 28 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ქობულეთის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  წელს 70-მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში