თაკო ჩარკვიანის განცხადება და შეფასებები

18 იანვარი 2024, 14:11 472 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' წევრის შემდეგ კიდევ ერთი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ რომ შესწრებია ასეთ შეხვედრას, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ოპოზიციის წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა; განცხადება ამჯერად თაკო ჩარკვიანმა აჭარის მაუწყებლის ეთერში გადაცემა ''თავისუფალ სივრცეში'' გააკეთა. 

კონკრეტულ პოლიტიკოსზე საუბრისგან თავს იკავებს თუმცა პარტია ლელოზე აზრის დაფიქსირებას ერიდება.   

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ასეთები მათ რიგებში მართლაც მრავლად იყვნენ, თუმცა არავინ ადასტურებს, რომ შეხვედრებში თავადაც მონაწილეობენ.    

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ახლა თავს ავლენს, ისმის შიდა ბრალდებებიც, რაც მათივე შეფასებით მხოლოდ შიდა განხეთქილების დასაწყისია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში