უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 127 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

19 იანვარი 2024, 10:10 449 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 127 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 2 სარაკეტო და 81 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე 45 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონების 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ აქტიურ შეტევას კუპიანსკის მიმართულებით და კუპიანსკის ტყიდან უკრაინული ქვედანაყოფების განდევნასა და სინკოვკის დასახლების დაკავებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ძალები თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგის ინტენსიურ შეტევებს იგერიებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში