კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფცია

20 იანვარი 2024, 12:08 617 ნახვა

200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი კურორტ გოდერძიზე. 28 საინვესტიციო პროექტის განხორციელების შემდეგ კურორტს დამატებით 1500 ახალი განთავსების და 1000 სამუშაო ადგილი ექნება. კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით.

თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარეობას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს. პარალელურად სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასები მოეწყობა.

2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა.

მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში