პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებები მესამე სექტორს და ოპოზიციას

20 იანვარი 2024, 15:08 569 ნახვა

შალვა პაპუაშვილი ცალკეულ პოლიტიკოსებს, მედიის ნაწილსა და "სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელს აკრიტიკებს.

''როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება'' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი.

ამბობს, რომ შობის თარიღთან დაკავშირებით მესამე სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა. მისი თქმით აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში