მეწყერი ხულოში

22 იანვარი 2024, 18:04 842 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ გელაძეებში დამეწყრილი საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს. გეოლოგების რეკომენდაციით, მეწყრული კერის არეალში მყოფი 7 ოჯახი გაყვანილია ქირით უსაფრთხო ადგილას, რომელთაც ფინანსურად მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე მეწყრული კერა არის აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ.

სოფელ პაქსაძეებში მეწყერი 18 იანვარს განვითარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

როგორც ავღნიშნეთ მეწყერი ამ ეტაპისთვის აქტიურია, რის გამოც ვერ ხერხდება ადგილზე სამუშაოების დაწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში