საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემირატების მინისტრთა კაბინეტის წევრს შეხვდა

22 იანვარი 2024, 20:05 514 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა.

აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში