რატომ შეფერხდა საწვავის ბრიკეტით უზრუნველყოფის პროგრამა?

23 იანვარი 2024, 15:19 536 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროგრამით განსაზღვრული საწვავი მასალა ამ დრომდე არ მიუღიათ. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 600 ოჯახია. მერიაში განმარტეს,რომ საწვავი ბრიკეტის მიწოდება სატენდერო დავამ შეაფერხა,და კვირის ბოლოს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან, თუმცა კომპანიას საწვავი მასალის მიწოდებისთვის 30 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული. ტენდერი 198 900 ლარად არის გამოცხადებული,რომლითაც გამარჯვებულმა კომპანიამ 153 ტონა საწვავი ბრიკეტი უნდა შეიძინოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში