ევროპაში წითელას შემთხვევების მატების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

24 იანვარი 2024, 12:23 486 ნახვა

ევროპაში წითელას შემთხვევების მატების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის პირველ 10 თვეში, ევროპაში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 30-ჯერ აღემატება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდაა აუცილებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში