მთავრობის წევრები ხულოში

13 მარტი 2017, 00:00 3441 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ხულოში პოლიციის თანამშრომლებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილი მაღალმთიან აჭარაში ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, ხულოს გამგებელი დღევანდელ შეხვედრას ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებს. საჯარო შეხვედრის შემდეგ მინისტრმა პოლიციის შენობაში გამართა შეხვედრა, რომელიც დახურული იყო. მინისტრი, დღეს ადგილობრივებსაც შეხვდა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ამავე კატეგორიაში