შეხვედრა ახალ პროგრამაში გამარჯვებულ პედაგოგებთან

25 იანვარი 2024, 18:14 983 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე" ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. პროექტის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა. აჭარის მთავრობის ინიციატივით პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, პროექტის განსახორციელებლად 600 ათას ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ დამატებით წამახალისებელ აქტივობებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მოსწავლეებისთვის, მიიღებენ ყოველთვიურად 500 ლარიან დანამატს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში