საკრებულოს სხდომა ქედაში

26 იანვარი 2024, 14:34 717 ნახვა

ქედის მერის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს  ქედის საკრებულოს  წევრბმა.   ანგარიშის მიხედვით, შარშან ქედაში აშენდა ახალი,  თამანედროვე და ადაპტირებული პარკი, რომლისთვისაც თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯა. 

მოეწყო ადმინისტრაციული ცენტრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სპორტულ მოედანს და წყლის სისტემებსა და  საბავშვო ბაღებს.  

აშენდა სასწრაფო დახმარების შენობა და სამი ახალი საცხოვრებელი სახლი. 603 200 ლარი  კი თვითმმართველობამ  მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის  დახარჯა.

მერისვე ინფორმაციით, მოწესრიგდა  საუბნო გზები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ხიდს.  გასულ წელს შეიძინეს ექსკავატორ დამტვირთველიც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კი  767   გარე განათების ბოძი დამონტაჟდა და გზებზე დაიგო  ასფალტ-ბეტონის საფარი.

მერიამ დააფინანსა მეწარმე ქალების იდეებიც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში