საკრებულოს სხდომა შუახევში

26 იანვარი 2024, 14:33 768 ნახვა

წლის პირველი საკრებულოს სხდომა გაიმართა შუახევში. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს თვითმმართველობასა და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში დასაქმებულთა პროფესიულ გადამზადებაზე.

დღესვე დაამტკიცეს განკარგულების პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 105 ათას 621 ლარის ღირებულების სანდასუფთავების მანქანის შუახევის კომუნალური სამსახურისთვის გადაცემის შესახებ.

ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით, ოლადაურში სკვერს პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის სახელი მიენიჭება, ინიციატივა საკრებულოს ერთ-ერთ წევრს  და ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნით.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში