რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის პროტესტი 

27 იანვარი 2024, 11:01 526 ნახვა
00:00
00:00

სამედიცინო პერსონალის პროტესტი გრძელდება, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო მათ კვლავ სამუშაო შეხვედრებს სთავაზობს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან,  5 თებერვლამდე შეხვედრები ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, მათივე განცხადებით პერსონალის ყველა საკითხს დეტალურად განიხილავენ. 

როგორც ცნობილია რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იგეგმება, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმებულებს ალტერნატიული დასაქმების ვარიანტებს  სთავაზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში