მოსახლეობის მოთხოვნა

14 მარტი 2017, 00:00 3145 ნახვა

შუახევში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობა კომპენსაციის არასწორად გაცემას აპროტესტებს. შუახევჰესის მშენებელმა კომპანიამ კომპენსაციები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ. კომპანიამ გამგეობის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შექმნილი დასკვნების საფუძველზე 60 ოჯახს გადასცა კომპენსაცია. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხე სხვა ოჯახებსაც ემუქრება და ისისნი სახლების დაბზარვაზე საუბრობენ. ნიგაზეულის მოსახლეობა გამგებელს მიმართავს და ოჯახების ხელმეორედ შესწავლას სთხოვენ.  გამგებელი კომპენსაციის არასწორ განაწილებას გამორიცხავს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში