ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა

29 იანვარი 2024, 20:09 598 ნახვა

ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. პირველად, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მეორე ვადით იგი პრემიერ-მინისტრი გახდა 2021 წლის 22 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში