“ძაღლი” - სამზადისი პრემიერისათვის

30 იანვარი 2024, 11:09 767 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დასის რეპერტუარს ნოდარ დუმბაძის “ძაღლი“ შეემატება. სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, რომელსაც თეატრთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წარმოდგენა მოზრდმაყურებელთა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.

სპექტაკლში სინთეზურად მსახიობებთან ერთად, თოჯინური ელემენტებიცაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება ინსცენირებას,  ორიგინალი ტექსტისგან განსხვავებით მთავარი პერსონაჟი გოგონაა და ასევე ამბის თხრობაში ჩართულია ძაღლიც.

სპექტაკლის პრემიერა 9 თებერვალს გაიმართება და ეს 87-ე თეატრალური სეზონის რიგით მეორე პრემიერა იქნება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში