ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მოისურვა პრემიერის თანამდებობის დატოვება

01 თებერვალი 2024, 14:02 508 ნახვა

რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია, თვითონ მოისურვა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ იცვლება პრემიერ-მინისტრი.

„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა.

„ქართული ოცნების“ ყრილობამ დღესვე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში