აშშ-ის ელჩის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა

01 თებერვალი 2024, 14:48 524 ნახვა

აჭარაში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია. რობინ დანიგანს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უმასპინძლა. შეხვედრა ამ ეტაპზე გაცნობითი ხასიათის იყო.

ამერიკის ელჩს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დაათვალიერებინა შენობა, გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, ისტორია, მოგვიანებით კი ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ და შესაბამისად მსგავსი სახის შეხვედრები და ურთიერთობა როგორც საელჩოებთან, ისე სხვა ინსტიტუციებთან მნიშვნელოვანია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში